იერარქიაზე უარის თქმა ძირს უთხირს კომპანიას
თანამედროვე მსოფლიოში კომპანიის მმართველობა ხშირად უშვებს შეცდომას და მოდერნიზაციის მიზნით ერთბაშად სრულად ამბობს უარს იერარქიაზე. მათ აქვთ ილუზია, რომ ეს მართვის გაცილებით ეფექტიანი მეთოდია და საბოლოო ჯამში კი, გუნდი უსაქმურთა ხროვად იქცევა. არსებობს ორი მიზეზი თუ რატომ უშვებენ კომპანიები ამ შეცდომას:

თანამშრომლების აზროვნება განსაზღვრავს ორგანიზაციის ფორმას

კომპანიის მმართველები ფიქრობენ, რომ თანამშრომლების საქმისადმი დამოკიდებულება ორგანიზაციის სტრუქტურით განისაზღვრება, ამიტომ როდესაც ისინი ერთბაშად უარს ამბობენ იერარქიაზე მოლოდინი აქვთ რომ შედეგად ორგანიზებულ, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე თანამშრომლებს მიიღებენ, სამწუხაროდ ეს ასე არ არის. კორპორატიული კულტურის მაღალი დონის მიღწევა შესაძლებელია ეტაპობრივად, თანამშროლებთან მუშაობით. თქვენ უნდა გქონდეთ ზუსტი გეგმა თუ როგორ აპირებთ კოლექტივში ცვლილებების შეტანას. ეს პროცესი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ურთიერთგაგებას, ერთმანეთთან კომუნიკაციას, მოსაზრებების და შეხედულებების გაცვლას.

წარმატებულ კომპანიებს არ აქვთ იერარქიული სტრუქტურა და წესები

ასე ფიქრობენ კომპანიები, როდესაც იერარქიაზე უარს ამბობენ. სინამდვილეში წარმატებულ კომპანიებს აქვთ დირექტორთა საბჭო, ტოპ მენეჯერები და განყოფილების უფროსები. სტრუქტურის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ბიზნესის მართვა.

ავტორი: მეგი ბენია
თარიღი: 2018/11/12