როგორ მოვახდინოთ გუნდის მოტივირება
კომპანიაში პროდუქტიული გარემოს შესაქმნელად თანამშრომლებისთვის მოტივაციის ამაღლება მნიშვნელოვანია. ამისთვის კი საჭიროა ხელმძღვანელმა მათ დრო დაუთმოს და გაიგოს რა სურთ მათ, რის მიღწევას ცდილობენ.

თანამშრომლების მოტივაციისთვის რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება მნიშვნელოვანია:

  • პიროვნება: გაიგეთ თქვენი თანამშრომლების ინტერესების შესახებ, რა მოსწონთ და რა არა. ჰკითხეთ რატომ მოსწონთ რაცაც ან რატომ არ მოსწონთ. განსჯის გარეშე მოუსმინეთ და უფრო მეტს გაიგებთ მათ შესახებ. 
  • მოლოდინები: რას მოელიან ისინი სამსახურისგან? რის მიღწევას ცდილობენ?
  • ურთიერთობები: რა ურთიერთობები აქვთ თანამშრომლებს ერთმანეთთან? მეგობრული თუ არამეგობრული?
  • მიზანი: რატომ არის ეს ადამიანი კომპანიაში? კომპანიის რომელი მიზნის მიღწევას ცდილობს ის?
  • უნარები: მნიშვნელოვანია თანამშრომლების უნარების, ძლიერი მხარეების ცოდნა. აუცილებელია მათი უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ამით გუნდს შეკრავთ და პასუხისმგებლობის გრძნობას უფრო იგრძნობენ;
  • პოტენციალი: დაეხმარეთ თანამშრომლებს პოტენციალის გამოვლენაში და მიზნის მიღწევაში.
თარიღი: 2019/07/18