პირველმა ქართულმა ბლოკჩეინ-სტარტაპმა "სილიკონ ველისგან" 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო
პირველმა ქართულმა ბლოკჩეინ-სტარტაპმა "სილიკონ ველისგან" 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო. cbw.ge-ის ინფორმაციით, ქართულმა ბლოკჩეინ-სტარტაპმა მსოფლიოს საუკეთესო ბლოკჩეინ აპლიკაციის ჯილდო დაიმსახურა.

სან-ფრანცისკოში Frontier Innovation Awards 2018 წელს პირველად ჩატარდა. კონკურსში ქართულ-უკრაინული ბლოკჩეინ სტარტაპი Shelf Auctioning Network-იც მონაწილეობდა, რომელმაც 250 კონკურსანტს შორის გაიმარჯვა.

Shelf-ი არის მექანიზმი, რომელიც აუქციონის საშუალებით მომხმარებელს ყველაზე ეფექტური ფასების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. ასეთი სისტემა აქამდე ელექტრონულ კომერციულ სამყაროში არ არსებობდა.

Shelf-ი იყენებს ბლოკჩეინის მექანიზმს იყენებს, რათა შეიქმნას ონლაინ მარკეტინგის ინვენტარიზაციის ლიკვიდურობა, შემდეგ კი გამყიდველებს საშუალებას აძლევს აწარმოონ იგივე აუქციონი ერთმანეთთან დაკავშირებული პლატფორმებზე.

თარიღი: 2018/05/31