იმერეთში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 996,000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო, აქედან 428,000 ლარი გრანტია, ხოლო 461,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. გადამამუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:
თარიღი: 2018/11/13