პროაქტიული ადამიანების განსხვავება
ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად დაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება. სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებს მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება.

პროაქტიული და რეაქტიული ადამიანების შეხედულებებში და დამოკიდებულებებში ბევრი განსხვავებაა, თუმცა ვეცადეთ, ყველაზე განსაკუთრებულები გამოგვეყო, ისეთები, რომლებიც სხვებზე მეტად განაპირობებენ ადამიანების განსხვავებულ ქცევას და შესაბამისად, ჩვენის აზრით, ყველაზე მეტად ეხმარებიან ან უშლიან ხელს ადამიანს მიაღწიოს დასახულ მიზანს, ნანატრ წარმატებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება პროაქტიულ და რეაქტიულ ადამიანებს შორისსწორედ წარმატების მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებაშია. პროაქტიული ადამიანებისთვის წარმატება ფულში, ქონებაში და ავტორიტეტში კი არ გამოისახება, არამედ მათი მეშვეობით შექმნილი საზოგადოებრივი სარგებლის განცდაში. ისინიგრძნობენ, ხედავენ, აფასებენ სარგებელს, რომელიც მათი შრომის შედეგად იქმნება დასწორედ ეს ანიჭებს მათ განსაკუთრებული წარმატების შეგრძნებას. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ წარმატებას მოყვება, მათთვის შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია.

აქედან გამომდინარეობს მათი განსხვავებული დამოკიდებულება ცხოვრების მიმართაც. პროაქტიული ადამიანებისთვის ცხოვრების უმთავრესი მიზანი მაქსიმალური სარგებლის შექმნის მოსწრებაა. ისინი ცდილობენ ისე იმოქმედონ, ისე იფიქრონ და ისე იმუშაონ, რომცხოვრების მანძილზე მაქსიმალური სარგებელი შექმნან. მათ კარგად იციან, რომ სწორედ იმაზე, თუ რამდენს გააკეთებ და რამდენად სასარგებლოს, არის დამოკიდებული ის, თურას და რამდენს მიიღებ სანაცვლოდ. და რაც უფრო მეტია შენს მიერ შექმნილისაზოგადოებრივი სარგებელი, მით უფრო თავისუფლად შეგიძლია აირჩიო უკუგებისფორმა. მიიღო ის ფულის, პატივისცემის ან ამათი ნაბისმიერი კომბინაციის სახით.

აქედან გამომდინარეობს მათი განსხვავებული დამოკიდებულება დროის მიმართაც. პროაქტიული ადამიანებისთვის დრო უმთავრესი, ყველაზე ღირებული რესურსია. მათკარგად ესმით, რომ ის მოასწრებს უფრო მეტს ვინც შედარებით უკეთ შეძლებს ამუმნიშვნელოვანესი რესურსის გამოყენებას. ისინი გეგმავენ და ცვლიან თავის გეგმებს, მაგრამ არასდროს მიყვებიან დინებას, ისინი ისახავენ დროში გამოკვეთილ მიზნებს დაყოველთვის ცდილობენ მათ მიღწევას. იძინებენ ადრე და ადგომითაც დილას ადრედგებიან იმისთვის რომ მეტიც მოასწრონ და უკეთაც გააკეთონ იმ დღეს გასაკეთებელისაქმე. მათთვის ყოველი დღე კიდევ ერთი ნაბიჯია დასახული მიზნისაკენ მაშინაც კი თუიმ დღეს დასვენებას უთმობენ. ვინაიდან იციან, რომ ისვენებენ იმისთვის, რათა მერეუკეთესად იმუშაონ და არა პირიქით – იმუშაობენ იმისათვის, რომ მერე უკეთესად დაისვენონ.

განსხვავებულია პროაქტიული ადამიანების დამოკიდებულება საკუთარი სამსახურისმიმართ. ისინი თვლიან, რომ საქმე, რომელსაც აკეთებენ, მათთვის თვით გამოხატვის, შემოქმედების, მეტის შექმნისთვის საჭირო ინსტრუმენტია. მუდმივად ცდილობენსრულყონ მუშაობის გამოყენებული მეთოდები, მიდგომები და საშუალებები იმისათვის, რომ დროში უფრო მეტის და უკეთესად გაკეთება შეძლონ. მათთვის სრულყოფილებასაქმეში მეტი კმაყოფილების მიღწევის მთავარი პირობაა. ცდილობენ არ დახარჯონ დროისეთი საქმის კეთებაზე, რაც არ გამოსდით, არ სიამოვნებთ და არ შეუძლიათ ვინაიდანიციან, რომ მხოლოდ იმ საქმეში შეგიძლია მიაღწიო სრულყოფილებას, რომელიც მოგწონს, გამოგდის, სადაც შენი უნარების და თვისებების მაქსიმუმს იყენებ, სადაც ისე გრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში. სწორედ ასეთი საქმის პოვნით, ბევრის და სულ უფრო უკეთესადკეთებით ცდილობენ ისინი მიაღწიონ ცხოვრების მიზანს – გააკეთონ იმის მაქსიმუმი, რაცშეუძლიათ. სწორედ ამიტომ პროაქტიული ადამიანები, როგორც კი ხედავენ, რომ აკეთებენიმას, რაც არ სიამოვნებთ ტოვებენ სამსახურს, მაგრამ იქ სადაც ხვდებიან, რომ სწორ საქმესაკეთებენ ბოლომდე იბრძვიან მუშაობის საუკეთესო პირობების შესაქმნელად რეაქტიული ადამიანებისგან გასხვავებით, რომლებიც ასევე გრძნობენ, რომ დროს კარგავენ, მაგრამეგუებიან ასეთ სამსახურს. თვითონ არაფერს აკეთებენ მუშაობის პირობებისგასაუმჯობესებლად და დაკარგული დროის განცდით გამოწვეული დისკომფორტისგაქარვებას ძირითადად ხელმძღვანელებზე, თანამშრომლებზე, სამსახურზე ახლობლებთან წუწუნით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

საქმის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება პროაქტიული და რექტიული ადამიანების გარემოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებიდანაც მომდინარეობს. საქმე პროაქტიული ადამიანებისთვის არის საშუალება – იზრუნონ გარემოზე, ახლობლებზე, კოლეგებზე, საზოგადოებაზე მთლიანად. ნებისმიერი საქმე, რომელსაცისინი აკეთებენ სხვებზე ზრუნვით არის გამსჭვალული. ვინაიდან პროაქტიულმაადამიანებმა კარგად იციან, რომ ზრუნვა უმთავრესი მოტივი და სურვილია, რომელიცადამიანს განსაკუთრებული, ღირებული საქმეების საკეთებლად აღძრავს. ზრუნვა ეხმარებაადამიანს იპოვოს ძალაც და იპოვოს იდეაც იმისთვის, რომ უკეთესად იზრუნოს მათზევინც უყვარს და ვინც მათთვის მნიშვნელოვანია.  ეს მაშინ, როდესაც რეაქტიულიადამიანებისთვის ბევრად მნიშვნელოვანია მათზე ზრუნავდნენ სხვები, ითვალისწინებდნენ მათ ინტერესებს, განწყობას, სხვანაირად თავს არასამართლიანგარემოში გრძნონებ. ისინი საქმეს უფრო იმისათვის აკეთებენ, რომ საკუთარ თავსაც დასხვებსაც დაუმტკიცონ მათი უპირატესობა, უნარები, შესაძლებლობები და პატივისცემადაიმსახურონ ამის გამო, ვიდრე იმისთვის, რომ ვინმეს რამე სარგებელი მოუტანონ.

საქმის მიმართ დამოკიდებულებაში არსებული განსხვავება განაპირობებს პროაქტიული და რეაქტიული ადამიანების განსხვავებულ დამოკიდებულებას სწავლის მიმართ. თუ რეაქტიული ადამიანები სწავლობენ იმისათვის, რომ წოდება, დიპლომი, ან რაღაცისკეთების უფლება მოიპოვონ რის შემდეგაც თვლიან, რომ წიგნიც და სწავლაც მხოლოდდროის კარგვაა მათთვის და ახლა დროა ისიამოვნონ იმის ხარჯზე, რაც სწავლის დროსიწვალეს, პროაქტიული ადამიანებისათვის სწავლა მუდმივი, უწყვეტი პროცესია, რომელიცმათთვის მთავარი საშუალებაა მიაღწიონ სრულყოფილებას იმაში, რასაც აკეთებენ. მეტი დაუკეთესად აკეთონ, რაც მათ ცხოვრებისეული მიზნის მიღწევის საშუალებას აძლევს. შესაბამისად პროაქტიული ადამიანები არასოდეს წყვეტენ სწავლას, ყოველდღიურად ცდილობენ ნახევარი საათი მიანც დაუთმონ მათთვის საინტერესო წიგნის კითხვას, მოუსმინონ ლექციას, ან თვითონ იფიქრონ, იმუშაონ საკითხზე რომელიც რაიმე ახალი, საინტერესო, ღირებული მიგნების გაკეთების საშუალებას მისცემს.

სწორედ სწავლის მიმართ მათი დამოკიდებულებაა ერთ–ერთი მთავარი რაც პროაქტიულიდა რეაქტიული ადამიანების სხვა ადამიანების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებასგანაპირობებს. პროაქტიულმა ადამიანებმა იციან, რომ თითოეული ადამიანი მათ გარშემორაღაცით მათზე უკეთესია. ეძებენ მათში ამ უკეთესს, აფასებენ და პატივს სცემენ მათ ამგანსხვავებების გამო და ცდილობენ ისწავლონ, გადაიღონ ეს უკეთესი მათგან. მაშინ როცა, რეაქტიული ადამიანები პირიქით – ადამიანებში უარესს ეძებენ იმისათვის, რომ საკუთარიუპირატესობა იგრძნონ და დატკბნენ ამით. შესაბამისად ადამაინების მიმართ მათიდამოკიდებულება ბევრად უფრო ქედმაღლურია, უფრო დახურულია და დამცინავი. შედეგად რეაქტიულ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო რთულია და დამთრგუნველიმაშინ, როცა პროაქტიულ ადამიანებთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა.

განსხვავდება პროაქტიული და რეაქტიული ადმიანების დამოკიდებულება ხელმძღვანელების მიმართ. პროაქტიული ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტისაქმე გაუკეთონ ხელმძღვანელს და დაეხმარონ მას მისთვის მნიშვნელოვანი მიზნებისმიღწევაში ისე, რომ სანაცვლოდ არ მოითხოვენ დიდების, სახელის, ფულის გაზიარებას, ვინაიდან კარგად იციან, რომ ხელმძვანელის წარმატება და ის, თუ რა პირად წვლილსშეიტანენ ისინი ამ წარმატებაში, ხვალ უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთების წინაპირობაგახდება. რეაქტიული ადამიანები ჯერ ცდილობენ დააზუსტონ, რა სარგებელი ექნებათიმისგან, რასაც გააკეთებენ და თუ თვლიან, რომ ვიღაცამ მათი შრომა სათავისოდგამოიყენა, არსამართლიანად გაუნაწილა მათ საქმიდან მიღებული ფული ან ავტორიტეტი(რაც თითქმის ყოველთვის ასე ფასდება, როცა ამის შეფასებას იწყებ) მტკივნეულადრეაგირებენ ამაზე. უსამართლობის გამო თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ჩივიან, წუწუნებენ, აღარაფერს აკეთებენ, სადაც საშუალება ეძლევათ ცუდს ლაპარაკობენ ხელმძღვანელზე, რაცმათ ხელმძღვანელთან შემდეგ ურთიერთობაშიც უქმნის პრობლემებს და საქმის კეთებაშიცუშლის ხელს ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტი და დიდი წარუმატებლობების მიზეზიხდება. პროაქტიული ადამიანებისთვის ყველაზე რთულია იმის აღქმა, რომ მათიხელმძღვანელი არც თვითონ აკეთებს და არც სხვას აკეთებინებს საქმეს მაშინაც კი თუ შედეგიდან დიდებაც, პატივიც და ფულიც მთლიანად თვითონ რჩება (რაც ძალიანიშვიათად ხდება). ასეთ შემთხვევაში პროაქტიული ადამიანები ცდილობენ განაწყონ ისინიმოქმედებისთვის, მაგრამ თუ ვერ აღწევენ მიზანს სამსახურს ტოვებენ და ახალი გუნდისსაძებნელად მიდიან.

ძალიან განსხვავებულია პროაქტიული და რეაქტიული ადამიანების დამოკიდებულება ხელქვეითებისადმი. რეაქტიული ადამიანები ხელქვეითებს მათზე დაბალი რანგისთანამშრომლებად აღიქვამენ, რომელთაც, ძირითადად, შავი სამუშაოს შესასრულებლადიყენებენ. ცდილებენ ისეთი არაფერი დაავალონ, რაც მათ თავის გამოჩენაში დაეხმარება დარაც მათში თვითშეფასების ამაღლების მიზეზი გახდება. ისინი ფიქრობენ ან ქვეცნობიერადთვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეთ, რომელსაც მათადგილზე პრეტანზია გაუჩნდება. შესაბამისად ბლოკავენ თანამშრომლებისაგან წამოსულ საუკეთესო იდეებს ან მცირე გადაკეთების შემდეგ თვითონ იწერენ მათ. ყოველთვისცდილობენ საკუთარ ხელძღვანელებთან ისე წარმოაჩინონ, რომ მათი დაქვემდებარებულითანამშორმლები ძირითადად უვიცები, უსაქმურები, არამოტივირებულები არიან და რომყველაფრის გაკეთება მათ თვითონ უწევთ. ასე ბევრად დაცულებად გრძნობენ თავს.

მაშინ, როდესაც პროაქტიული ადამიანებისთვის ხელქვეითები პირველ რიგში მათიგუნდის სრულუფლებიანი წევრები არიან. მათ კარგად იციან, რომ თუ მეტის გაკეთება დამოსწრება უნდათ ამის მიღწევა მხოლოდ სწორი გუნდით შეიძლება. იქ მეტი გაკეთდებარაც უფრო მეტად იქნება ჩართული თითოეული ადამიანის შემოქმედებითი უნარები, სადაც ადამიანები ბოლომდე გაიხსნებიან, ძალიან მოინდომებენ, იდეებიც გაუჩნდებათ დაბოლომდე იბრძოლებენ საკუთარი იდეების ცხოვრებაში განხორციელებისათვის. პროაქტიულმა ადამიანებმა იციან რომ გუნდში ასეთი გარემოს შექმნა ყველაზე მეტის დაყველაზე სწრაფად გაკეთების აუცილებელი პირობაა, სწორედ ამიტომ ცდილობენთანამშრომლებს შეუქმნან ისეთი პირობები, სადაც ბოლომდე დაიხარჯებიან, თვითშეფასებაც აუმაღლდებათ, მეტსაც ისწავლიან, სარგებელსაც მეტს მიიღებენ დაშექმნიან. იციან, რომ გუნდის ხელმძღვანელის მთავარი სარგებელი არა რომელიმეკონკრეტული იდეის ავტორობასა და შემსრულებლობაშია, არამედ საუკეთესო იდეებისმწარმოებელი და შემსრულებელი გუნდის ლიდერობაში. ეს, მათ საკუთარიცხოვრებისეული მიზნების მიღწევაშიც ეხმარება და ხელმძღვანელების დაგარშემომყოფთა მხრიდან უკეთესი შეფასების მიღებაშიც.

და ბოლოს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება პროაქტიულ და რეაქტიულადამიანებს შორის საკუთარი წარმატების ან წარუმატებლობის მიმართდამოკიდებულებაშია. პროაქტიული ადამიანები თვლიან, რომ მათი წარმატების მთავარი მიზეზი გამართლება, მათი თანამშრომლები, მეგობრები, ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც ხელსაყრელი გარემოებები დაემატა და ჯამში ამან გამოიწვია წარმატება. წარუმატებლობისას ფიქრობენ, რომ უდიდესი შანსი გაუშვეს ხელიდან, არასწორადშეაფასეს გარემო, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, ადამიანებს არ მისცეს საშუალებადახმარებოდნენ სწორად და დროულად. ასეთი მიდგომა პროაქტიულ ადამიანებს ეხმარებამეტი გაკვეთილი მიიღონ ნებისმიერი წარუმატებლობიდან, კარგად გაანალიზონ რაცვლილებები უნდა მოახდინონ საკუთარ ქცევაში და დამოკიდებულებაში იმისთვის რომანალოგიური შეცდომები აღარ დაუშვან. წარმატება კი ნაკლები თვითკმაყოფილებისმიზეზი ხდება. შედეგად პროაქტიული ადამიანები არასოდეს კმაყოფილდებიანმიღწეულით. ყოველთვის მეტის მიღწევისკენ მიილტვიან და ღიად გამოხატავენმადლიერებას ყველას მიმართ მათ გარშემო ამაში დახმარების გამო. რაც მათ კიდევ უფრომეტი წარმატების მიღწევაში ეხმარება.

მაშინ, როდესაც რეაქტიული ადამაინები ფიქრობენ, რომ წარმატება მათიგანსაკუთრებული უნარების და მონდომების შედეგია, შესაბამისად ამ წარმატებიდანთვითონ იმსახურებს სახელსაც და დიდებასაც, ხოლო წარუმატებლობა მხოლოდგარემოებებისა და გარშემო მყოფი ადამიანების მიზეზით არის განპირობებული დაყოველთვის გარეთ ეძებენ დამნაშავეს მიუღწეველ მიზნებში, გადაუჭრელ ამოცანებში, არასწორად გადადგმულ ნაბიჯებში. ასეთი დამოკიდებულება მათში ნაკლებ მოტივებსქმნის საკუთარი სრულყოფის შესაძლებლობების საძებნელად, უფრო ადვილადკმაყოფილდებიან მიღწეულით, მათთან ყოველდღიურ ურთიერთობასაც უფრო რთულსადა სტრესულს ხდის გარშემომყოფთათვის, რაც ხშირად კიდევ უფრო დიდიწარუმატებლობების მიზეზი ხდება.

* * *

პროაქტიულ და რეაქტიულ ადამიანებს მხოლოდ სხვადასხვა საკითხების მიმართ დამოკიდებულება განასხვავებს. თუმცა სწორედ ეს დამოკიდებულებები განაპირობებენ კონკრეტულ სიტუაციებში მათ განსხვავებულ ქცევას, რაც თავის მხრივ, ხშირად ასევეგანსხვავებული შედეგების მიზეზი ხდება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროაქტიული ადამიანებიუკეთესები არიან, ვიდრე რეაქტიულები, თუმცა ისინი, როგორც წესი, ცხოვრებაში მეტისმიღწევას ახერხებენ, რაც სწორედ ასეთი დამოკიდებულებების შედეგია. იყო პროაქტიულიკი სულაც არ არის რთული, მთავარია გესმოდეს განსხვავება და გააკეთო შესაბამისი არჩევანი.

წყარო: strategy.ge

 

 

 

ავტორი:
თარიღი: 2018/11/13