ძლიერი ქალის 10 წესი
წესი 1. ერთ ჯერზე ერთი ამოცანა

არასოდეს აკეთეთოთ რამდენიმე საქმე ერთდორულად. ეცადეთ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი საქმით იყოთ დაკავებული და არ გადახვიდეთ ახალზე მანამ, სანამ წინას არ მორჩებით.

 წესი 2. გაგიჭირდათ? – აიღეთ შესვენება და შეცვალეთ გარემოცვა

თუ იგრძენით, რომ დაგროვილ საქმეს ვეღარ უმკლავდებით, უბრალოდ ადექით და გადით გარეთ, ისადილეთ, შეიცვალეთ გარემო და შემდგომ მიუბრინდით საქმიანობას.

წესი 3. გჭირდებათ ახალი ძალები? – მოძებნეთ ახალი ადგილი

თუ მოგწყინდათ ოფისში ჯდომა, უბრალოდ ადექით და გადით სკვერში ან კაფეში. ეს მოგცემთ განტვირთვის საშუალებას და მეტად პროდუქტიულს გაგხდით.

წესი 4. მოინიშნეთ შესრულებული საქმე

შეადგინეთ გასაკეთებული სამუშაოს გეგმა, ხოლო თითოეულის შესრულების შემდგომ უბრალოდ გადახაზეთ ან ამოშალეთ ისინი. ეს თქვენ თავით კმაყოფილების შეგრძნებას მოგანიჭებთ.

წესი 5. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გაინტერესებთ

ეს წესი გამოგადგებათ ძალიან ბევრ სფეროში თუნდაც შვილებთან ურთიერთობის დროს. არასოდეს გაატაროთ დრო მათთან მხოლოდო მოვალოების მოხდის მიზნით. ის რასაც ორივე აკეთებთ თავისუფალ დროს, ორივეს უნდა განიჭებდეთ სიამოვნებას.

წესი 6. ყოველთვის განავითარეთ გონება

ეს უნდა გააკეთოთ ყოველთვის, მაგალითად ჩვილის ძუძუთი კვების დროსაც კი, შეგიძლიათ უსმინოთ მუსიკას. ეს გეხმარებათ არ მოადუნოთ თქვენი თვინი და მუდმივ ტონუსში ამყოფოთ.

წესი 7. განსაზღვრეთ პრიორიტეტები

განსაზღვრეთ ის, თუ რისი კეთება არის თქვენთვის პრიორიტეტული დღის განმავლობაში და ამის მიხედვით გააკეთეთ სხვადასხვა საქმე.

წესი 8. არ მისცეთ საშუალება გარეშე ფაქტორებს გავლენა მოახდინონ თქვენს დღის წესრიგზე

არასოდეს შეცვალოთ თქვენი დღის წესრიგი მოულოდნელად და სხვების გავლენით, მკაცრად დაიცაივით ის, ეს თვქენ დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ორგანიზებულობა.

 წესი 9. იპოვეთ მოტივაცია

არ ელოდოთ როდის მოვა მოტივაცია და საქმის კეთების სურვილი. თქვენ თვითონ უნდა იპოვოთ თქვენი მიზანი რისი გაკეთებაც გსურთ და ამის მიხედვით განსაზღვროთ სამომავლო საქმიანობა.

წესი 10. მიეცით საუთარ თავს სწორი მითითებები

მაგალითად არ ელოდოთ უქმეებს როგორც დასვენების საშუალებას, არამედ როგორც დროს გონებრივი განვითარებისთვის. ეს საბოლოოდ ამოშლის სიტყვა დაღლას თქვენი ლექსიკონიდან.

ავტორი:
თარიღი: 2018/11/14