დევიდ ჰოკნის ნახატი 90 მილიონ დოლარად გაიყიდა და ახალი რეკორდი დაამყარა
ინგლისელი მხატვრის დევიდ ჰოკნის ნახატი „მხატვრის პორტრეტი“, Christieʼs-ის აუქციონის სახლში 90, 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს დღეს ცოცხალ მხატვრებს შორის ახალი რეკორდია. 

წინა რეკორდი 2013 წელს დამყარდა, როდესაც აუქციონზე 58,4 მილიონ დოლარად ჯეფ კუნსის ქანდაკება „ საჰაერო ბუშტების ძაღლი“ გაიყიდა. 

თარიღი: 2018/11/16