მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა
რამდენჯერაც ვინმეს საკუთარი ბიზნესზე გაესაუბრებით, ნიშნავს, რომ მარკეტინგით ხართ დაკავებული. ნებისმიერი საუბარი თქვენს ფირმაზე არის ბიზნესისა და გაყიდვების გაზრდის მცდელობა.

მარკეტინგული სტრატეგია ფოკუსირებაში შეგიწყობტ ხელს. ის მომხმარებლებთან ურთიერთობაში, კონცენტრაციასა და გაყიდვების მოცულობის გაზრდაში გეხმარებათ.

მარკეტინგის სტრატეგიის წარმატებულად განსახორციელებლად მნიშვნელოვანია მომხმარებლების კარგად ცნობა, რითაც მათ დაყოლიებას შეძლებთ და გაყიდით პროდუქტს. გამოცდილება და ორმხრივი კომუნიკაცია მომხმარებლების გაცნობაში დაგეხმარებათ. ამასთან, ბაზრის კვლევა მომხმარებლების სეგმენტაციას უფრო თვალსაჩინოს ხდის. კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ამის დამხარებით გაიგებთ დრო ვისთან არ უნდა დაკარგოთ.

ამასთან უნდა იცოდეთ ბაზარი როგორ მუშაობს, როგორ პოულობს მომხმარებელი თქვენს შეთავაზებას, რა ზომებს ღებულობთ კონკურენტ კომპანიებთან დაკავშირებით და რა ახალი ტენდენციაა მოსალოდნელი.

მარკეტინგული გეგმის შედგენა

მარკეტინგულ გეგმას თქვენი სტრატეგია მოქმედებაში მოჰყავს. გეგმაში ბიუჯეტი და ვადებია განსაზღვრული. მასში  გაწერილია, თუ როგორ უნდა იურთიერთოთ მიზნობრივ აუდიტორიასთან, სად მოხდება რეკლამის განთავსება, სოციალური მედიის ან ვებგვერდის გამოყენება, ამასთან ე.წ. ოფლაინ ნეთვორქინგი, პირდაპირი გაყიდვა და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ გეგმისა და სტრატეგიის ეფექტურობის თვალყურის დევნება მუდამ უნდა ხორციელდებოდეს.

თარიღი: 2018/11/16