რობოტები კინოში და მათი ანალოგები რეალობაში: რა უნდა გვიკვირდეს თანამედროვეობაშივე  
ტერმინატორი - სამხედრო რობოტი

ტერმინატორი ყველა იმ რობოტის დასახელებაა, რომელიც შექმნილია ხელოვნური ინტელექტით ადამიანების გასანადგურებლად. დღეს სახელმწიფოები მუშაობენ სამხედრო რობოტების შექმნაზე, მაგალითად BigDog იქმნება DARPA-ს (აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე სამხედრო მიზნებისთვის) დაკვეთით.

ნაგვის შემგროვებელი რობოტი „WALL-E“

რობოტი „WALL-E“ ამავე სახელწოდების მულტფილმში აგროვებდა ცივილიზაციისგან დატოვებულ ნაგავს. ცოტა ხნის წინ ქალაქ ტამბოვში სტუდენტებმა შექმნეს ასეთივე რობოტი, რომელიც ნაგავს მდინარე ცნის ზედაპირიდან აგროვებს.

ანდროიდ-ასისტენტი С-3РО

„ვარსკვლავურ ომებში“ ანდროიდ-ასისტენტი С-3РО მოლაპარაკებების წარმოებაზე იყო პასუხისმგებელი. ქალაქ პერმში შეიმუშავეს ასეთივე ტიპის რობოტი, რომელიც კონსულტანტის, ადმინისტრატორისა და გიდის ფუნქციებს ასრულებს.

რობოტი-ასისტენტი ხანდაზმულთათვის ფილმიდან „რობოტი და ფრენკი“

ფილმში „რობოტი და ფრენკი“ რობოტი ეხმარებოდა ხანდაზმულ მარტო დარჩენილ ფრენკს. 2010 წელს, ფრანგულმა Aldrebaran Robotics-მა წარმოადგინა რობოტი Romeo, რომელსაც შეუძლია ხანდაზმულ ადამიანებსა და ინვალიდებს დაეხმაროს საჭმლის სამზარეულოდან მოტანაში ან ნაგვის გატანაში.

I.T.T. - უპილოტო ავტომობილი

80-იან წლებში აშშ-ის ეკრანებზე გამოჩნდა სამეცნიერო-ფანტასტიკური ჯანრის სერიალი, სადაც პოლიციელს პარტნიორობას უპილოტო ავტომიბილი K.I.T.T. უწევდა. მაშინ ეს რეალობისგან შორს იყო, თუმცა დღეს უპილოტო რეჟიმის სისტემა აქტიურად ინერგება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი.

 

 

ავტორი: მეგი ბენია
თარიღი: 2018/11/19