პრემიერი: სესხის გაცემის პირობები ისეთი არ უნდა იყოს, რომ წინასწარ გაკოტრებული გაიცეს
სესხის აღება და პროცედურები მაქსიმალურად უნდა იქნას გამარტივებული და მისი აღების უფლება თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ სესხის გაცემის პირობები ისეთი არ უნდა იყოს, რომ წინასწარ გაკოტრებული სესხები გაიცეს,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ გადაცემის წამყვანის შეკითხვას საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა -  შეიქმნება თუ არა კრედიტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით გარკვეული საკრედიტო შიმშილი და იქნება თუ არა ეს მეორე უკიდურესობაში გადავარდნა?

„ეს ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მძიმე ტვირთი გახდება. ამ 700 000 ადამიანის უმრავლესობას, ვინც დღეს შავ სიაშია, ვალდებულება ისე ჰქონდა აღებული, რომ ისინი წინასწარ იყვნენ განწირული იმისთვის, ამ ვალდებულებას რომ ვერ შეასრულებდნენ. ან, თუ ვერ შეასრულებდნენ, მაშინ, ბინას, ან სხვა ტიპის ქონებას დაკარგავდნენ“, – განაცხადა ბახტაძემ.

ავტორი:
თარიღი: 2018/11/20