ინდოეთში 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა
ინთოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7.7%-ით გაიზარდა, რაც 2017 წლის ბოლო კვარტლის ზრდას აღემატება. გასული წლის ბოლო მეოთხეოდში ეკონომიკური არნიშნული მაცვენებელი 7% იყო.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ინდოეთი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უსწრებს ჩინეთს, სადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 6.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ინდოეთის მთავრობის განცხადებით, ეკონომიკის საერთო ზრდაში დიდი წვლილი სოფლის მეურნეობის (4.5%), წარმოებისა (9.1%) და სამშენებლო სექტორის (11.5%) ზრდამ შეიტანა.

თარიღი: 2018/06/01