ქუთაისში, საუნივერსიტეტო კომპლექსს 3 ჰექტარი არასასოფლო მიწის ნაკვეთი გადაეცა
ქუთაისში, საუნივერსიტეტო კომპლექსს 3 ჰექტარი არასასოფლო მიწის ნაკვეთი, ასევე ამორტიზებული შენობები 49 წლით გადაეცემა.

ინფორმაციას GBC ავრცელებს.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს ფონდი „ქართუ“ აშენებს. ფონდი ოქტომბერში აცხადებდა, რომ  სტუდენტების პირველ ნაკადს უნივერსიტეტი 2020 წლისთვის მიიღებს. მთლიანად პროექტი კი 0.5 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. უნივერსიტეტი 140 ჰექტარზე გაშენდება. 

თარიღი: 2018/11/21