ბიძინა ივანიშვილი: ჭარბვალიანობის პრობლემაზე გაზაფხულიდან ვლაპარაკობთ
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მან ჯერ კიდევ მაისში ისაუბრა. შესაბამისად, მისივე  განმარტებით, ეს ინიციატივა წინასაარჩევნო დაპირებად არ უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ მან გადაცემა „იმედი LIVE"-თან ინტერვიუში აღნიშნა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

თარიღი: 2018/11/21