Facebook-ი აპლიკაციაში გატარებულ დროს დაგითვლით
გასულ კვირას Instagram-მა, ახლა კი Facebook-მა დაამატა ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს აპლიკაციაში გატარებულ დროს დაუთვლის. ამის შესახებ The Verge-ი წერს

ჯერ კიდევ აგვისტოში დააანონსა მარკ ცუკერბერგმა, რომ Instagram-სა და Facebook-ზე გატარებულ დროს დაუთვლიდა მომხმარებელს

ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსმა გადაწყვეტილებამ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა სოცქსელში გატარებული დრო განსაზღვროს. 

იმისთვის, რომ Facebook-ში გატარებული დროის შესახებ ლიმიტს არ გადააჭარბოს მომხმარებელმა, ამისთვის მან თავად უნდა მომართოს კონკრეტული დრო რასაც სოცქსელში დახარჯავს. დანიშნული დროს შემდეგ კი სისტემა მომხმარებელს შეატყობინებს, რომ მისი აპლიკაციაში ყოფნის დრო ამოიწურა. 

სიახლის დასატესტად მომხმარებელი პარამეტრების განყოფილებაში (Settings & Privacy) უნდა შევიდეს, რის შემდეგაც თავად, სურვილისამებრ უნდა მომართოს კონკრეტული დეტალები Your Time On Facebook განყოფილებიდან. 

ავტორი:
თარიღი: 2018/11/22