როგორ უნდა გაუძლოს სტრატაპმა გიგანტურ ინდუსტრიებთან კონკურენციას
ახალშექმნილ კომპანიებს  დაბრკოლებების გადასალახად  და წარმატების მისაღწევად ყოველთვის რთული გზა აქვთ გასავლელი. მაგრამ ნებისმიერ სტარპატი ფლობს  უპირატესობას, რომელიც  ეხმარება დაუნდობელი კონკურენციას გადაურჩეს და დაიმკვიდროს ადგილი ბაზარზე.   სტარტაპმა უნდა იმოქმედოს, როგორც მცირე ბიზნესმა, მაგრამ აუცილებლად გამოავლინოს სწორედ ისეთი სიძლიერე, როგორიც მხოლოდ  მსხვილ კომპანიების მოეთხოვებათ. ამ გზით შეძლებენ   წარმატების მიღწევას და განვითარებას.

გთავაზობთ, იმ ძირითად პუნქტებს, რომელთა  დაცვა მცირე კომპანიებისთვის  დაბრკოლებების გადასალახად და წარმატების მისაღწევად აუცილებელია:

  1. მცირე ბიზნესნის წარმომადგენლებმა პოტენციურ კლიენტებს სწაფად და დაუყონებლივ უნდა უპასუხონ.  რადგან ისინი  იმით გამოირჩევიან     მსხვილი კომპანიებისგან,  რომ  ძალიან დიდ დროს უთმობენ კლიენტებს და ურთიერთობის დროს გაცილებით თავაზიანები არიან. არა აქვს მნიშნელობა ფოსტით გასცემენ პასუხს,  თუ სატელეფონო ზარების საშუალებით, მომხმარებელს აუცილებლად უნდა  უპასუხონ სწრაფად და პირადად. ამ გზით   ნდობას მოიპოვებენ  და გაიზარდება მათი ავტორიტეტი ბაზარზე. მრავალრიცხოვანი კომპანიები იყენებენ ავტომატური მარკეტინგის პროგრამებს, მაგრამ ისინი უარყოფენ ინდივიდუალურ მიდგომას.

    2.თუ მომხმარებელი იყენებს ავტომატურ საკომუნიკაციო არხს - ელექტრონული ფოსტას ან რეკლამას - მაშინ მცირე კომპანიისთვის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება პასუხის გაცემა ავტომატურად. პოტენციურ მომხმარებელს აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს  ადამიანი,  ვინც  აწარმოებს  მოლაპარაკებებს სატელეფონო ზარის საშუალებით.
  1. ასეთმა კომპანიებმა არ უნდა სცადონ გადაჭრან უნიკალური პრობლემები სტანდარტული გზით. მსხვილი კომპანიები მუშაობენ კლიენტებთან ერთი და იმავე მიმართულებით. მცირე კომპანიებს კი აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ ინდივიდუალური მიდგომებით საჭიროებისამებრ.
  1. აუცილებელი მოთხოვნაა კლინტები პირადად იცნობდნენ თანამშრომლებს, რომლებიც მათთან მუშაობენ.
მსხვილ კომპანიებს გაყიდვების დიდი განყოფილებები აქვთ და ჰყავთ თანამშრომელთა მრავალრიცხოვანი სტაფი, პატარა კომპანიებს კი აქვთ მცირე შეკვეთები და თანამშრომლების სიმცირით გამოირჩევიან, თუმცა ეს შეიძლება გახდეს უპირატესობა მათთვის. კვლევამ ცხადყო, რომ კლიენტებთან უკუკავშირი  ზრდის კლიენტების დაკმაყოფილების დონეს 20 % - ით ,  ხოლო მოგებას 15 % - ით. აუცილებელია შეინარჩუნოთ ცოცხალი ურთიერთობა პოტენციურ კლიენტთან, რადგან ის დარწმუნდეს, რომ ურთიერთობა აქვს ადამიანთან და არა რობოტთან.  საჭიროა კომპანიებმა  ურთიერთობის ყველა ეტაპს ერთი თანამშრომელი მიამაგრონ,  ეს გაზრდის   მოტივაციას და საკუთარი თავის რწმენას შემატებს მათ.

როგორი მსხვილიც არ უნდა იყოს კომპანია, ის ვერ დააკმაყოფილებს ყველა კლიენტის მოთხოვნას დროულად, შესაბამისად, მცირე  კომპანიებს აქვთ შანსი იმუშაონ კლიენტთან ინდივიდუალურად, გაითვალისწინონ მათი მოთხოვნები, მიუდგნენ საქმეს კრეატიულად, მიაღწიონ წარმატებას ბაზარზე,  რომელიც არაპროგნოზირებადი და გამუდმებით ცვალებადია. პროდუქტიული და აქტიური ურთიერთობებით კლიენტებთან, სტარტაპს აქვს უნარი,  გეზი მხოლოდ წარმატების მისაღწევად აიღოს.

თარიღი: 2018/11/22