მედია: აშშ ცდილობს დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ Huawei-ს ტექნიკა არ გამოიყენონ
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მთავარ მოკავშირეებს მოუწოდა არ გამოიყენონ ჩინური ტელესაკონუმიკაციო კომპანია Huawei-ს სმარტფონები და მათი წარმოებული სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ჩინური კომპანია ფარულ შპიონაჟს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ჩინოსნებმა ეჭვები კოლეგებს უკაბელო და ინტერნეტ მომსხურების მომწოდებლებს გერმანიაში, იტალიაში და იაპონიაში გაუზიარეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის განსაკუთრებულ შეშფოთებას Huawei-ის ტექნოლოგიების მომსახურება ისეთ ქვეყვებში იწვევს, სადაც შტატების სამხედრო კონტიგენტი იმყოფება.

ვაშინგტონი ქვეყნებს რომლებიც Huawei-ზე უარს იტყვიან ფინანსურ კომპენსაციას ჰპირდება.

თარიღი: 2018/11/23