სადისტრიბუციო სტრატეგიის მნიშვნელობა და როლი ბიზნესში
ექსპორტი ახალ ხელსაყრელ პირობებს იძლევა, იზრდება მოგება, გაყიდვები და მომხმარებელთა ბაზა. ამასთან სადისტრიბუციო სტრატეგია საუკეთესო გაყიდვების არხების იდენტიფიცირებას ახდენს.

ბევრ კომპანიას უცხოურ ბაზარზე გასასვლელად შუამავალი სჭირდება, რომლის დახმარებითაც ბაზარზე და მომხმარებელზე ადვილად გავა. ეფექტური სადისტრიბუციო სტრატეგია კომპანიას საშუალებას აძლევს გაყიდვების არხები ეფექტურად გამოიყენოს და მაქსიმუმი მოგება მიიღოს. თუ ფირმა ფოკუსირებას გაყიდვების პატარა არხებზე მოახდენს, ეს მას საშუალებას აძლევს ინვესტიცია თითოეულ შუამავალთან ჩადოს და მათთან უკეთესი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს.

სტრატეგიული მიდგომა დისტრიბუციისას კონფლიქტების არსებობა მინიმუმამდე დაჰყავს. მაგალითად, თუ პროდუქტს კომპანია ონლაინ და ასევე ოფლაინ რითეილერებზე ჰყიდის, ამ შემთხვევაში ის სადისტრიბუციო კომპანიებს კონკურენციას უწევს. ამისთვის სადისტრიბუციო სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანია.

იმ არხებს, რომლებსაც იყენებთ, შესაბამისი მართვა სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ინვესტირების, შიდა კომპანიის სისტემების, სტაფის მართვა და აგენტებთან და დისტრიბუტორებთან კარგი ურთიერთობების დამყარება. ეფექტური ლოჯისტიკა და კომუნიკაცია გაყიდვების გასაზრდელად უმნიშვნელოვანესია.

ექსპორტი გაფართოებას საჭიროებს, რაც ოპერაციების გაზრდას და უცხოურ ბაზარზე განვითარებას გულისხმობს. კომპანიამ უცხოური ბაზარზე გამოუცდელობა უნდა დაძლიოს, ინვესტიცია განახორციელოს და მარკეტინგული კამპანია აწარმოოს. ამ დროს კომპანიის მხრიდან უცხო კულტურის ბარიერისა გადალახვა და კანონის შესაბამისად მოქმედება ხდება.

ამასთან, კომპანიამ ბაზრის კვლევა უნდა აწარმოოს, უნდა გაიგოს რა სჭირდება მომხმარებლებს და როგორ მიაწოდოს თავისი პროდუქტი/ სერვისი მათ.

 

თარიღი: 2018/11/24