ფინანსთა მინისტრი: ვალების ბიუჯეტიდან გადახდა გაცილებით უფრო მძიმე და რთული იქნებოდა
მთავრობის მიერ  600 000 ადამიანისთვის ვალის გადახდის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმადამატებით დეტალებზე ისაუბრა:

„ბიუჯეტიდან გაცილებით უფრო მძიმე და რთული გასატანი იქნებოდა ეს ინიციატივა. ზუსტად „ქართუ ფონდის“ ჩართვა ამ ამბავში, რომ აპოლიტიკური ელფერი აქვს ამას, რომ არ არის არავითარი წინაპირობა და დათქმა იმის თაობაზე, რომ პროექტის განხორციელება რამენაირად უკავშირდებოდეს არჩევნების შედეგებს არის მნიშვნელოვანი. 

მთლიანი პორტფელი, თავისი ძირი თანხით, დარიცხვებით და ჯარიმებით არის 1.5 მილიარდ ლარამდე.  შესაბამისად, თვითონ რა თანხაზე მოხდა გარიგება „ქართუსა“ და ამ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რა თანხით გამოისყიდის „ქართუ“, ზუსტად მე არც ვიცი ეს თანხა და თანაც ეს ამ ორი კერძო მხარის საიდუმლოა. ისინი ჩათვლიან საჭიროდ განაცხადონ თუ არა,"- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაჭავარიანმა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ცნობით, დაახლოებით 600,000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერის პროცესი 2018 წლის 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. 

თარიღი: 2018/11/24