ევროპა, კანადა და მექსიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხო ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ევროპა, კანადა და მექსიკა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების, აშშ-დან იმპორტირებული ფოლადისა და ალუმინის ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით, საპასუხო ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

ევროკავშირი ვაშინგტონის გადაწყვეტილების გასაჩივრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აპირებს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ფოლადისა და ალუმინის ტარიფის დაწესება აშშ-ის მეწარმეებს დაიცავს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა (25%) და ალუმინის (10%) იმპორტზე ტარიფები დაუწესა.

ცვლილება ძალაში პირველი ივნისიდან შევა.

თარიღი: 2018/06/01