თბილისში ბიზნეს მარათონი გაიმართება
თბილისში ბიზნეს მარათონი გაიმართება. 

კერძოდ, საქართველოს უნივერსიტეტის კლუბი „სტუდენტური ძალა” და UG Startup Factory ორიგინალური ბიზნეს იდეების მქონე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გამოსცადონ საკუთარი იდეა და შეზღუდული რესურსებით იშოვონ პირველადი საბრუნავი კაპიტალი წარმატებული კომპანიისთვის დასაარსებლად. 

ბიზნეს მარათონში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი საჯარო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.

მონაწილეებს ევალებათ, შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც საწყის კაპიტალს – 20 ლარს გაზრდიან მინიმუმ 200 ლარამდე და დააგროვებენ ყველაზე დიდ მოგებას. მარათონის ფინალური ეტაპი, გამოფენა-გაყიდვა „ფაბრიკაში“ გაიმართება.

ბიზნეს მარათონი 20=200 2013 წლის ბოლოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ "წლის საუკეთესო ახალგაზრდულ პროექტად" დასახელდა. 

პროექტი უკვე 8-ჯერ ჩატარდა „ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის" მიერ. 

თარიღი: 2018/11/25