ELLE-მ 2019 წლის 18 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მესტია დაასახელა
გავლენიანმა ჟურნალმა ELLE-მ 2019 წლის 18 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მესტია დაასახელა. 

„მოგბეზრდათ ევროპა და აზია? ეწვიეთ საქართველოს“, - აღნიშნავს ELLE.

მასალაში ხაზგასმულია, რომ ტურისტული სფეროს ბრიტანელმა ექსპერტებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად მიიჩნიეს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტურისტები საქართველოს მაისში, ივნისში ან სექტემბერში უნდა ეწვიონ. 

თარიღი: 2018/11/26