რატომ არ ვდებ ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტში - ინვესტორის აღსარება
 80 - იან წლებში დაიწყო ბუმი და  უამრავი ინვესტიცია ჩაიდო საქმეში, რომელიც  ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ემსახურებოდა.  ეს სფერო დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, ამიტომ    ნაცვლად იმისა  რომ აქცენტი სტარტაპზე გაკეთებულიყო,  კომპანიები   საინტერესო ტექნოლოგიებს ეძებდნენ  ფინანსებისთვის.  შესაბამისადб   პირველი თაობის კომპანიები  გაქრნენ.    40 წლის  შემდეგ ბაზარზე    კვლავ იგივე პრობლემებმა იჩინა თავი.  მიუხედავად იმისაб რომ ტექნოლოგიები დაიხვეწა ფუნდამეტალური რეალობა კვლავ იგივე დარჩა.   ხელოვნური ინტელექტი არ ქმნის   სამომხმარებლო  ღირებულებას.  სწორედ ამიტომ  არსებობენ  ინვესტორები, რომლებიც  არ დებენ ინვესტიციებს მასში.  ნაცვლად ამისა ისინი   აბანდებენ  ინვესტიციებს ერთადერთი მიზნით, შექმნან პროდუქტის ღირებულება, რომელიც მომხმარებლისთვის  მნიშვნელოვანია.

2000 წელს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ინვესტიციების ჩადება 6-ჯერ გაიზარდა.   საინტერესოა გვჭირდება  ვებ-გვერდი ვორდპრესი,  რომელიც ხელოვნური ინტელექტით იქნება შექმნილი?   ხელოვნური ინტელექტის სისტემა ძალიან შორს დგას იდეალისგან.   ინვესტორები მიიჩნევენ,   რომ უპრიანი იქნება შესაძლებლობები  ისე  გამოვიყენოთ,  რომ სარგებელი  მხოლოდ მომხმარებელს მოვუტანოთ.   როდესაც ბიზნესმენები ინვესტიციებს აბანდებენ, ისინი არ უნდა იყვნენ მაღალი  ტექნოლოგიებით დაინტერესებული,  არამედ   ფასეულობების შექმნით დაკავდნენ.

ინვესტორები,  რომლებიც  მაღალ ტექნოლოგიებს აფინანსებენ,  არ ჩადებდნენ ინვესტიციებს ფეისბუქში 15 წლის წინ.   როდესაც  სოციალური ქსელი შექმნილი იყო  PHP  - ით, უბრალო ენით, რომლითაც შექმნილია  ინტერნეტგვერდები, მაგრამ შემდგომ ინვესტიციების საშუალებით ფეისბუქმა  საკუთარი პროდუქტი დახვეწა.

ინვესტიციების მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის გამოყენება კიდევ ერთ მნიშვნელოვან  რისკს შეიცავს. ტექნოლოგიები, რომლებიც ითვლება ახალ  შესაძლებლობად მალე გახდება მოსაწყენი და ყოველდღიური. კრიპტოვალუტა, ბიტკოინი, მომდევნო თაობის მზის ბატარეები, SpaceX - ს რაკეტები    ცხოვრების  ჩვეულებრივი ელემენტები იქნება.

ინვესტორები, როდესაც ინვესტიციებს აკეთებენ  უმეტეს შემთხვევაში ფიქრობენ, რა ღირებულებას მოუტანს პროდუქტი კაცობრიობას.მხოლოდ ამის შემდეგ მიდის მსჯელობა იმის შესახებ,  საჭიროა თუ არა ხელოვნური ინტელექტი და ღრმა ტექნოლოგიები მომავლისა და ღირებულებების შესაქმნელად.  საქმე იმაში როდის  არის თუ არა თქვენ მიერ შექმნილ პროდუქტში ხელოვნური ინტელექტი,  არამედ მნიშვნელოვანია რა შეგიძლიათ მოუტანოთ სამყაროს გრძელვადიან პრესპექტივაში.

 

 

 

თარიღი: 2018/11/27