რატომ უნდა ჰქონდეს ბიზნესს „ტვიტერის” ექაუნთი
„ტვიტერი“ ონლაინმიკრობლოგის პლატფორმაა, რომელიც საშუალებას იძლევა პოსტების, სურათებისა და ვიდეოების გაზიარებას. სოციალური ქსელი 2006 წელს ჩაეშვა და მსოფლიოში თვეში 300 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აზიარებენ აზრებს, ახალ ამბებსა და სხვადასხვა ინფორმაციას. ყველაზე წარმატებული „ტვიტერის“ მომხმარებლები შეტყობინებებს არ ავრცელებენ. 

„ტვიტერს“ ბიზნესსფერო აქტიურად იყენებს და პროდუქტებისა და სერვისების შესახებ უკუკავშირს აგროვებს. ეს არის პლატფორმა, რომელიც დისკუსიას ახალისებს.  

„ტვიტერის“ უნიკალური ენა

„ტვიტერში“ სხვადასხვა სიმბოლოებისა და ე.წ. იუზერნეიმის გამოყენებით, პოსტებს ყველა ნახულობს. როდესაც ვიღაცის „ფოლუერი“ ხდებით, მის ყველა პოსტს ნახულობთ. სოციალურ ქსელში საზოგადოების შექმნა, ბიზნესში ადგილის დამკვიდრებაში დიდ როლს თამაშობს. უნდა მოხდეს ე.წ. ნოთიფიქიშენების მუდმივი შემოწმება, რადგან ნებისმიერი უკმაყოფილება კომპანიისთვის ცნობილი უნდა იყოს. 

თუ თქვენი ბიზნესის შესახებ ნებისმიერ კომენტარს ნახავთ, პასუხი რაც შეიძლება დროულად უნდა გაეცეს. როდესაც კომპანია მომხმარებლებს პასუხობს, ეს ნიშნავს, რომ მისი პრობლემებით ინტერესდება, ამით კი  მისი პასუხისმგებლობის გრძნობა ჩანს. 

 

თარიღი: 2018/11/27