Google-ს საოფისე კომპლექსი მილიარდი დოლარი დაუჯდა
Google-მა საოფისე კომპლექსში მილიარდი დოლარი გადაიხადა. კორპორაციამ კომპლექსი სათაო ოფისის ახლოს, ქალაქ მაუნთინ-ვიუში შეიძინა. ამის შესახებ CNBC წერს.

საუბარია 12 საოფისე შენობაზე, რომელთა საერთო ფართი 74 ათასი კვადრატული მეტრია და ამ ოფისებში შესაძლებელია 5 ათასი თანამშრომლის განთავსება. კომპლექსი მანამდე ეკუთვნოდა სოციალურ ქსელ LinkedIn-ს.

კომპანია Google-ს აქამდე ამ შენობის ნაწილი ჰქონდა დაქირავებული. 

ავტორი:
თარიღი: 2018/11/29