აუქციონზე მთვარის გრუნტი გაიყიდა
ნიუ-იორკში სოტბის აუქციონზე მთვარის გრუნტის ნაწილები გაიყიდა, რომელიც საბჭოურ პლანეტათაშორის  სადგურ „ლუნა-16“-ზე იპოვეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ლოტის უმაღლესი ფასი 700 ათასი მილიონი დოლარი იყო და 855 ათას დოლარად გაიყიდა.

„ლუნა-16“ პირველი ავტომატური აპარატი იყო, რომელიც დედამიწაზე მთვარის გრუნტის ნიმუშებით ჩამოფრინდა. ის 1970 წელს გაუშვეს და 8 დღის შემდეგ ის იზობილიის ზღვის სანაპიროზე დაეშვა. აპარატმა მთვარის ზედაპირი 36 სანტიმეტრზე გაბურღა და 101 გრამის გრუნტის ნიმუში აიღო. 

სსრკ-ს გარდა მთვარის გრუნტი მხოლოდ ამერიკელებს ჰქონდათ, მათ კი ნიმუშები „აპოლონ 11“-ის და „აპოლონ 17“-ის მისიების შესრულების დროს აიღეს. 

აუქციონის სახლის ცნობით, მსგავსი ნივთები სახელმწიფო საკუთრებაა და ფიზიკურ პირის მისი ფლობის უფლება არ აქვს, თუმცა საბჭოთა კავშირმა გრუნტის სამი ნაწილი დაარიგა, ერთ-ერთი კი კოსმოსური მისიის ხელმძღვანელის სერგეი კოროლოვისქვრივს, ნინა კოროლოვას ეკუთვნოდა, რომელიც სსრკ-მ ქალს მისი ქმრის დამსახურებისთვის სიმბოლურად გადასცა.

ავტორი:
თარიღი: 2018/11/30