აშშ და ჩინეთი ახალ სავაჭრო ტარიფებს აჩერებენ
ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ახალი ტარიფების 90 დღის განმავლობაში შეჩერებაზე შეთანხმდნენ. 

 ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამის შესახებ  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბუენოს აირესში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარაგლებში ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ, დონალდ ტრამპის განცხადებით, სავაჭრო ომებს აწარმოებს. კერძოდ, ტრამპი იმპორტულ საქონელზე გადასახადს ზრდის, რის შედეგადაც დაზარალდნენ ჩინეთი, ევროპა, კანადა, მექსიკა. საპასუხოდ ისინი აშშ-ის საქონელს ბეგრავენ.

 

ავტორი:
თარიღი: 2018/12/02