7 მარტივი სტრატეგია ინსტაგრამის მიმდევრების რიცხვის გასაზრდელად
ინსტაგრამი ჩართულობის, ბრენდის მიმართ ერთგულებისა და სანდოობის გაზრდის საიდუმლოა. მისი მეშვეობით ყოველ დღე მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებლით სავსე ავზს ფლობთ, საიდანაც კონკრეტულ აუდიტორიას შეგიძლიათ დაუმიზნოთ. ამის მიუხედავად, ინსტაგრამი ვერანაირ სარგებელს ვერ მოგიტანთ, თუ კარგი მიმდევრები არ გეყოლებათ. თქვენი კონტენტი უშედეგო იქნება, თუ ფართო პუბლიკამ არ ნახა. ინსტაგრამის მიმდევრების რიცხვის გასაზრდელად რამდენიმე მარტივი სტრატეგია არსებობს.

  1. ავტომატიკა
ავტომატიკა საშუალებას გაძლევთ, პოსტის გრაფიკი დაგეგმოთ, ყოველდღე ასობით პოსტზე გააკეთოთ კომენტარი და კიდევ ბევრი რამ, - ეს ყველაფერი თითის აწევის გარეშე. ამით წარმოუდგენელ ჩართულობას მიიღებთ და დროის მოკლე მონაკვეთში ნამდვილ მიმდევრებს შეიძენთ.

  1. დახვეწეთ ჰეშთეგები
ჰეშთეგი ინსტაგრამში კონტენტის დაჯგუფებისა და გაფილტვრის უპირველესი მეთოდია. ბევრი ჰეშთეგის გამოყენება არაა აუცილებელი, მთავარია ისინი რელევანტური და პოპულარული იყოს. მეტი ჰეშთეგის დამატება თუ გსურთ, უკეთესია კომენტარების განყოფილებაში გადაიტანოთ, რომ თქვენი კონტენტი სპამს არ დაემსგავსოს.

  1. შექმენით ქსელი გავლენიან მომხმარებლებთან
ინსტაგრამი საუკეთესო პლატფორმაა გავლენიან მომხმარებლებთან დასაკავშირებლად, ისინი კი თქვენი ბრენდის პოპულარიზაციისთვის და ამგვარად მიმდევრების გასაზრდელად საუკეთესო ხელსაწყოები არიან. თქვენს მიერ წარმოებული წარმატებული კამპანია უნდა მოიცავდეს წარწერებს იმ ინსტაგრამის ანგარიშებიდან, რომლებსაც თქვენზე მეტი მიმდევარი ჰყავთ. ეს გახლავთ 1000-დან 10 000-მდე ერთგული მიმდევრის მქონე ჯგუფი. თუკი შეძლებთ იმ გავლენიანი ინსტაგრამერის პოვნას, რომელიც დაგასპონსორებთ, მიმდევართა რაოდენობა უსწრაფესად მოგემატებათ.

  1. ინსტაგრამის ისტორიებში(stories) დაპოსტეთ
შექმენით ყურადღების მისაქცევი ვიდეოები და სურათები, რომლებიც თქვენი მიმდევრების მეგობრებისა და ოჯახის წევრების ისტორიებში გამოჩნდება. ისტორიები ფასიანი რეკლამებისთვისაც იდეალური ადგილია.

  1. შეადგინეთ ბიოგრაფია
ინდუსტრიაში ყველაზე მეტი მიმდევრების მქონე ინსტაგრამერებმა ალბათ საუკეთესო ბიოგრაფიებით დაიწყეს. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი ბრენდი მომხმარებელს დააინტერესებს, თქვენს გაცნობას ბიოგრაფიით შეეცდება. მნიშვნელოვანია, ინსტაგრამის ყოფის ეს ნაწილი გამორჩეული გახადოთ. დაიწყეთ სახელით - ის ადვილად დასამახსოვრებელი და ამავდროულად, ბრენდთან დაკავშირებული უნდა იყოს.

მიმდევართა ყურადღების მისაქცევად და მათ საცდუნებლად კარგი სურათი და ჰედლაინიც დაგჭირდებათ, ამ ყველაფერს ვებ-გვერდის ბმულიც ჩაურთეთ.

  1. გააუმჯობესეთ ფოტოგრაფიული უნარები
ინსტაგრამი გამოსახულებებზე შემუშავებული პლატფორმაა, ამიტომ ამაზე მეტად უნდა გაამახვილოთ ყურადღება. საშუალო ხარისხის ფოტო ინსტაგრამის სურათების ზღვაში ჩაიკარგება. მომხმარებლები ლამაზ, მაღალი ხარისხის სურათებს ეძებენ. არაა აუცილებელი ხარისხიანი კადრების გადასაღებად პროფესიონალი ფოტოგრაფი იყოთ, თუმცა ფოტოგრაფიული ხრიკებითა და კარგი კამერით შორს წახვალთ.

 

  1. რეგულარულად და დროულად დაპოსტეთ
ინსტაგრამის კარგი ანგარიში კონტენტითაა სავსე. ეს ერთ ღამეში არ მიიღწევა. რეგულარულად დასაპოსტად გრაფიკი გჭირდებათ. გამოკითხვის თანახმად, რომელიც SocialBuddy-მ ჩაატარა, დღეში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს სამჯერ უნდა პოსტავდეთ. უდიდესი ბრენდების დაპოსტვის სიხშირე დღეში 1,5-ია. SocialBuddy ყურადღებას ამახვილებს პოსტის დროულობაზეც. შედით ინსტაგრამის ანალიტიკაში და შეამოწმეთ, ყველაზე მეტად დღის რომელ მონაკვეთში არიან თქვენი მიმდევრები აქტიურები. მომხმარებელთა უმეტესობა შუა კვირაში ნაშუადღევსა და საღამოსაა აქტიური, ორშაბათსა და კვირის ბოლოს კი ნაკლებად იყენებს ინსტაგრამს. თუ გსურთ, მიმდევრებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, პოსტი მაშინ დადეთ, როცა ისინი ონლაინში არიან.

თარიღი: 2018/12/03