ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560, 254 მგზავრს მოემსახურა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 11 თვის მონაცემებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560, 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 %-ით მეტია.

უწყების ცნობითვე,  2018 წლის იანვარ-ნოემბერში  1,969 რეისი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 29 % მეტია.

თარიღი: 2018/12/04