რას გულისხმობს SWOT-ანალიზი და რატომ არის ის ბიზნესში საჭირო
ცოდნა წარმატებული ბიზნესის მართვის გასაღებია. მასში  მომხმარებლების, კონკურენტების, ბიზნესგარემოსა და ბიზნესოპერაციების შესახებ ცოდნა მოიაზრება. SWOT-ანალიზი ინფორმაციის შეგროვებაში დაგეხმარებათ, რომელითაც ასევე ბაზარსაც შეაფასებთ.

SWOT-ანალიზი სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდია. სხვა არსებულ მეთოდებს შორის, რომლებიც ორგანიზაციის მდგომარეობას აფასებენ, SWOT-ანალიზის მეთოდი ყველაზე მეტად გავრცელებულია. SWOT-ანალიზი არის ხერხი, რომლის მეშვეობითაც ჩვენი  შესაძლებლობების და საქმიანი გარემოს შესწავლა არის შესაძლებელი.

SWOT-ი ინგლისურ აბრევიატურას წარმოადგენს, რომლის ყოველი ასო–ბგერა ანალიზის ცალკეულ ელემენტს აღნიშნავს: S - strengths (ორაგნიზაციის ძლიერი მხარე); W - weakness (ორგანიზაციის სუსტი მხარე); O - opportunities (ორგანიზაციის შესაძლებლობები); T - threates (მოსალოდნელი საფრთხე).

SWOT-ანალიზის გაკეთების დროს განიხილება ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ის შესაძლებლობები და საშიშროებები, რომლებიც ორგანიზაციის წინაშე დგას. SWOT-ანალიზის ჩატარება მოითხოვს ორგანიზაციის სუსტი და ძლიერი მხარეების, ასევე მისი გარემოს გულწრფელ ანალიზს. საჭიროა ეს ანალიზი მიესადაგოს არამარტო გუნდის წევრებს, არამედ მთელ ორგანიზაციას.

კომპანიამ თავისი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს. მან თანამშრომლებს საკუთარი იდეების გამოხატვის საშუალება უნდა მისცეს, რომელის საშუალებითაც მოხდება იმ მეთოდების გამოვლენა, რომელიც მუშაობს და რომელიც არ მუშაობს. ამასთან მომხმარებლებთან, მომმარაგებლებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხდება ფიდბექის მიღება.

ამასთან კომპანია ბიზნესგარემოს აფასებს და იგებს როგორ იცვლება ის PEST ანალიზით:

  • პოლიტიკური და მარეგულირებელი - ახალი კანონი თქვენი მუშაობის წესს შეცვლის?
  • ეკონომიკა - როგორ ეფექტს მოახდენს ეკონომიკა თქვენს ბიზნესზე?
  • სოციოლოგიური და კულტურული - როგორ გავლენას მოახდენენ სოციალური ტრენდები მომხმარებლების საჭიროებებზე?
  • ტექნოლოგიური - ტექნოლოგიის გამოყენება როგორ აისახება თქვენს ბიზნესზე?
თუ SWOT-ანალიზს გამოიყენებთ, თქვენ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებთ და ამით თქვენი ბიზნესის სუსტი მხარეების გამოსწორებას შეძლებთ.

 

თარიღი: 2019/08/05

სხვა პუბლიკაციები