ვებპროგრამირებასთან დაკავშირებული რჩევები სტარტაპებს 9 ექსპერტისგან
ვებ და მობილურ პლატფორმებზე პროგრამირება რთული ბიზნესია, ამიტომ კარგია რჩევები იმ ადამიანებისგან მივიღოთ, რომლებმაც ამ საქმეში წარმატებას მიაღწიეს.

  1. გახსოვდეთ - თქვენი მიზანი ხილვადობაა:
“შენ 90 წამი გაქვს, თუ იღბლიანი ხარ. ამ დროის განმავლობაში თუ შენი იდეა დამაჯერებლად ვერ გადმოეცი, ეფექტის მოხდენის შანსი დაკარგე.” რობერტ ჰერჯავეკი (ინვესტორი)

  1. დამატებითი საჩუქრის აქციას არანაირი ღირებულება არ აქვს, თუ თქვენი ძირითადი იდეა და პროდუქტი დამაჯერებელი არაა:
“ბიზნესის დაწყებისას დროსა და ფულს უმნიშვნელო საკითხებზე ნუ დახარჯავ.” ნოე ქეგენი (appsumo.com-ის დირექტორი)

  1. თუ თქვენი მომხმარებლები თქვენს პროდუქტში ინვესტირების რეალურ მიზეზს ვერ ხედავენ, თქვენს ბიზნესს ვერანაირი დამაჯერებელი მარკეტინგი ვერ უშველის:
“ახალი მეწარმეების უდიდესი შეცდომა ისაა, რომ ფულს დებენ იდეებში, რომლებსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ აქტუალურ, რეალური სამყაროს პრობლემებთან მიმართებაში.” ლორენ ჰოლიდეი (ვებ დეველოპერი და კონტენტ მარკეტინგის ექსპერტი)

  1. ეს მომხმარებელთან ურთიერთქმედების ნებისმიერ ასპექტს უკავშირდება. თქვენი მიზანი და შემოთავაზება ნათელი უნდა იყოს:
“სიმარტივე არჩევანს ყოველთვის ამარცხებს.” დეივიდ ფოგი (Yahoo Tech-ის დამაარსებელი)

  1. მას შემდეგ, რაც ბიზნესს ჩამოაყალიბებთ, გასაფართოებლად მტკიცე პოზიცია გექნებათ:
“დაწყების დროს გათვლების გაკეთება ზედმეტად თამამი გამოსვლაა, შენი უპირველესი მიზანია ხალხს დაუმტკიცო, შენი პროდუქტი საერთოდ გამოიყენონ.” გაი კავასაკი (ინტერნეტ მარკეტინგის გურუ)

  1. ყველა სტარტაპს აქვს სირთულეები. მოულოდნელი უმოქმედობა დაგეგმეთ და ასე მარცხს თავი აარიდეთ:
“შეისწავლე მარცხი. დაგეგმე წარუმატებლობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი პროექტი წარმატებული ვერ იქნება, უბრალოდ გათვლი იმ მეორად პრობლემებს, რომლებიც შენთვის  ზარალის მომტანი შეიძლება იყოს.” ენდრიუ ედვარდსი (ტექნოლოგიის ცნობილი კრიტიკოსი)

  1. მოქნილობა და მომხმარებელზე რეაგირების უნარი თავიდანვე უნდა განივითაროთ. ამგვარად, როცა გაუმჯობესების გზებს იპოვით, ამას სწრაფად და მინიმალური სტრესის პირობებში შეძლებთ:
“ მომხმარებლის ფიდბექის მიხედვით ააგე სტრუქტურა და განახორციელე ცვლილებები.” კიარა მაკფიი (bizzy.io-ს თანადამფუძნებელი)

  1. თუ თქვენი პროდუქტი უკვე შევსებულ ბაზარს შეუერთდა, ბრბოში უნდა გამოარჩიოთ თავი. ნუ იქნებით ალტერნატიული, იყავით გამორჩეული:
“ნუ უყურებ კონკურენციას, საკუთარ თავზე იფიქრე.” ოლეგ შჩეგოლევი (SEMrush-ის თანადამფუძნებელი)

  1. დაისახეთ მიზანი. კერძოდ, განვითარების საწყის ეტაპზე, ყურადღება (და რესურსები) უნდა გაამახვილოთ პროექტის განვითარებაზე:
“მთელი შენი ენერგია ერთი დიდი მიზნისკენ მიმართე.”

 

ავტორი:
თარიღი: 2018/12/05