საქართველოს ტერიტორიაზე ყოველდღიურად გლობალური ნავთობის მოხმარების 0.8% გაივლის
საქართველოს ყოველდღიურად 800 ათასი ბარელის მოცულობის ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების მეშვეობით გადაკვეთს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყოველდღიურად გლობალური ნავთობის მოხმარების 0.8% გაივლის. ინფორმაციას commersant-ი ავრცელებს.

გაზისა და ნავთობის კორპორაციის მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე სულ 220 მილიონი ბარელის მოცულობის ნედლი ნავთობის გადაზიდვა მოხდა.

თარიღი: 2018/12/06