მოუფრთხილდით თქვენს ინტერესებს: 4 გზა ბისნესში ექსპლუატაციისთვის თავის ასარიდებლად
კაპიტალიზმს ეგოისტური და დაუნდობელი მენტალიტეტი აქვს. გამოცდილმა მეწარმეებმა და ბიზნესმენებმა იციან, ბიზნესში ექსპლუატაციას თავი როგორ აარიდონ.

იფიქრეთ საკუთარ თავზე

ადამიანები თანდაყოლილად ეგოისტები არიან, თუმცა ემოციები სხვებზე ზრუნვის სურვილს გვიჩენენ, ხანდახან ზედმეტადაც კი. თუ ვინმე გარიგების დადებას ან რამეში დახმარებას გთხოვთ, რაც მხოლოდ მათთვის იქნება მომგებიანი, დაეხმარეთ მაგრამ… მხოლოდ ერთხელ.

კონფლიქტი ბუნებრივი რამაა

კონფლიქტი ყველას მოსდის. მას არ უნდა ესწრაფვოდეთ, მაგრამ არც უნდა გაურბოდეთ. დააწესეთ ზღვარი. სხვები ამ ზღვარს პატივისცემით მოეპყრობიან, თუ პატივს გცემენ თქვენ, როგორც პიროვნებას.

ზოგიერთი ადამიანი იმ იმედით, რომ დახმარების გაწევაში დაგარწმუნებთ, თქვენთან კონფლიქტს დაიწყებს. დახმარებაზე ისეთ ადამიანს არასდროს დასთანხმდეთ, რომელიც თხოვნაზე უარის მიღების მერე მტრულ დამოკიდებულებას გამოამჟღავნებს.

ცხოვრება კონფლიქტის გარეშე იდეალური იქნებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. დააწესეთ ზღვარი. იყავით ზრდილობიანი, მაგრამ მტკიცე. არავის მისცეთ უფლება, მტრული დამოკიდებულებითა და დანაშაულის გრძნობით თქვენი მანიპულირება მოახდინოს.

 

რთულ სიტუაციებში მიმართეთ სამართალს

წარმოიდგინეთ, რომ ბიზნესს აწარმოებთ იმ ადამიანთან, რომელთანაც მეგობრობთ და ენდობით. ბიზნესის დაწყებისთვის წინასწარი ხარჯის ოდენობა 10 000 ლარს უდრის. თქვენ 8000-ს დებთ, თქვენი პარტნიორი კი - 2000-ს. რას იზამთ მაშინ, თუ პარტნიორი წასვლით დაგემუქრებათ და 5000 ლარს წაიღებს, ეს დეტალი ხომ ხელშეკრულებით არ გაგიფორმებიათ?

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბიზნეს-პარტნიორობამდე მეგობრობდით, კომერციული საქმე ხანდახან სასიკვდილო თამაშია. ასეთი სიტუაციების დროს ბიზნეს იურისტს მიმართეთ.

თუ რაღაცას დაგპირდნენ, ბოლომდე მიჰყევით

ზოგიერთი დამსაქმებელი ახალ კადრს ხელფასის ამაღლებას ჰპირდება, მაგრამ ამის შესრულებას არ ჩქარობს. ასეთ სიტუაციაში თუ აღმოჩნდით, ნუ იქნებით უზრდელი, ძალდატანებითი ან ბრალის წამყენებელი, თუმცა დამსაქმებელთან ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია უნდა გაიაროთ.

დამსაქმებელს ნუ მისცემთ უფლებას, მოგატყუოთ. ხანდახან რთულია იმის განსაზღვრა, ყალბია თუ არა ესა თუ ის დაპირება.

ბიზნესის კეთება პრიორიტეტად  საკუთარ თავზე ზრუნვას ხდის, ამიტომ ყოველთვის ფხიზლად იყავით, რომ სხვას თქვენი გამოყენების საშუალება არ მისცეთ.







თარიღი: 2018/12/06