ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 9 დეკემბერს, შოკოლადის ფესტივალი გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება. ადგილზე ცხელი შოკოლადი მომზადდება  და ასევე, შოკოლადის შადრევანი გაკეთდება.

ფესტივალზე მისული სტუმრების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული სანტა და ელფები იზრუნებენ. ღონისძიება ნაძვის ხის საზეიმო ანთებით დასრულდება.

აღნიშნული გამოფენის მიზანია, შოკოლადის პროდუქციის მრავალფეროვნების დემონსტრირება და სტუმრებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნა. შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში - “Event Square” 9 დეკემბერს, 12:00 საათიდან 18:00-მდე ჩატარდება.

ავტორი:
თარიღი: 2018/12/08