თბილისში ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GEO IGF 2018 გაიმართება
თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 1-ელ დეკემბერს 10:00 სთ-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით საქართველოს მე-4 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (GeoIGF 2018) გაიმართება.

ფორუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა გახსნის.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GEO IGF) მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საჯარო კონსულტაციების პროცესს, საქართველოს ICT სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და განხილვას, წლის გამავლობაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, კონკურენციის, ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის-GE ccTLD-ის ადმინისტრირების განვითარების, საავტორო უფლებების, ადამიანის უფლებების, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინტერნეტ სივრცეში, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის მიმართულებით მიღწეული წარმატებების წარმოჩენას ხელი შუწყოს.

ღონისძიება ინტერნეტ მმართველობის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენად იქცა და აღიარება საერთაშორისო დონეზე მოიპოვა.

თარიღი: 2018/12/10