ლიბიიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებამ ფასის ზრდა გამოიწვია
OPEC-ის მიერ გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეკვეცით, ლიბიიდან ნავთობის მიწოდება შეფერხდა. ასევე შემცირდა ამერიკის მარაგები. ეს ორი მიზეზი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნავთობის ფასი გაზრდილიყო.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 1.07 დოლარით, 61.27 დოლარამდე გაიზარდა. 99 ცენტით, 52.64 დოლარამდე გაძვირდა ბარელი დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი. ამის მიუხედავად, ორივე ძირითადი მარკის ნავთობი, ოქტომბრის შემდეგ, დაახლოებით მესამედით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) და მისი არაწევრი ექსპორტიორების გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან მსოფლიო ბაზარზე დღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით შეიკვეცება, რამაც მოთხოვნის სიჭარბე უნდა დააბალანსოს. ამას კი ნავთობის ფასის ზრდა უნდა მოჰყვეს.

თარიღი: 2018/12/13