როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა დანახარჯების გარეშე?
კვირის ბოლოს ყველა სულმოუთქმელად ელოდება. ზოგი დასვენების დღეს სახლის დალაგებაში ატარებს, ზოგიც მეგობრებთან ერთად გადის და ერთობა.

მაგრამ როგორ გავატაროთ უქმეები დანახარჯების გარეშე?

ოჯახური დღესასწაული

ჩვენ კულტურაში ოჯახურ დღესასწაულებს არ აღნიშნავენ. ვზეიმობთ ახალ-წელს, შობას, მაგრამ ოჯახურ დღესასწაულებს არ ვაწყობთ. შეგიძლიათ მოაწყოთ. ითამაშეთ სამაგიდო თამაშები და ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან გაერთეთ.

გარდერობის დალაგება

კვირა დღე გარდერობის დასალაგებლად მშვენიერია. იქ შესაძლოა ბევრი ისეთი ნივთი აღმოაჩინოთ, რომელიც საერთოდ არ გჭირდებათ. ამიტომ შეგიძლიათ იმ ადამიანებს მისცეთ, ვინც გამოიყენებს.

სახლის დალაგება

შაბათ-კვირა ზოგისთვის დასვენებასთან ასოცირდება, ზოგისთვის კი დაღლასთან და ბევრ მუშაობასთან. სახლის დალაგება ჯერ ერთი კარგი ფიზიკური აქტივობაა, თუმცა მეორე მხრივ სტრესის მაპროვოცირებელია.

კითხვა

კითხვის მოყვარულებს შეუძლიათ მთელი დღე წიგნის მაღაზიაში გაატარონ, მარამ წიგნი სახლშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ. ის დიდი რელაქსაციის მეთოდია.

საჭმლის მომზადება

საჭმლის მომზადება რელაქსაციისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა. შეგიძლიათ დაისვენოთ და ოჯახს ასიამოვნოთ.

ონლაინ ლექციები

განვითარებისთვის, მოტივაციის ასამაღლებლად და რამე ახლის გასაგებად ონლაინ ლექციებს მოუსმინეთ.

ჰობი

წარმატებული ადამიანები არამარტო მუშაობით არამედ სპორტით, საყვარელი ჰობით არიან დაკავებულები. ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

მოგზაურობა

რატომაც არა? იპოვეთ კომპანიონი, კომფორტული ტანსაცმელი, ზურგჩანთა და მოსახერხებელი ფეხსაცმელები. პასპორტი და ტელეფონი არ დაგავიწყდეთ.

სეირნობა

ისეირნეთ. დატკბით და გადაიღეთ სურათები. ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი და ისეირნეთ.

თარიღი: 2018/12/15