როგორ და რატომ უნდა მოუფრთხილდეს კომპანია ერთგულ მომხმარებლს
ერთგული მომხმარებელი ეს არის კლიენტი, რომელსაც რომელიმე კომპანიის მიმართ დადებითი გრძნობები გააჩნია და  მის პროდუქტს ან სერვისს რეგულარულად იძენს. მისი ერთგულება ასევე შეიძლება რეკომენდაციითაც შემოიფარგლოს.

იმისთვის, რომ კომპანიას ერთგული მომხმარებელი ჰყავდეს, მისი კმაყოფილება ხანდახან საკმარისი არ არის. მომხმარებელს კმაყოფილება ვერ შეაჩერებს, როდესაც კონკურენტი კომპანია მას დამატებით სერვისს/პროდუქტს სთავაზობს.

ერთგულების შესანარჩუნებლად კომპანიამ საუკეთესო მომხმარებლები უნდა დააფასოს. კომპანიას ე.წ. ლოიალობის ინიციატივები საშუალებას აძლევს საუკეთესო მომხმარებლებზე ფოკუსირება მოახდინონ და მათი კმაყოფილება გააუმჯობესონ. ერთგული მომხმარებლები მზად არიან უფრო მეტი გადაიხადონ და პროდუქტი შეიძინონ.

კომპანიის მხრიდან ერთგული მომხმარებლების დაფასება მათთვის რეგულარულ ფასდაკლებას და პრიზებს გულისხმობს.

კომპანიებმა იციან, რომ არსებული მომხმარებლების შენარჩუნება უფრო მომგებიანია მათთვის, ვიდრე ახალ მომხმარებლებთან მუშაობა. არსებულ მომხმარებლებს კომპანიის მოგების გაზრდაში ლომის წილი შეაქვთ, ხოლო „ცუდი“ მომხმარებელი მხოლოდ ფასდაკლების დროს ხდება აქტიური.

ავტორი:
თარიღი: 2018/12/16