ნილ არმსტრონგის ფეხსაცმელი აუქციონზე 49 000 დოლარად გაიყიდა
ამერიკელი ასტრონავტის ნილ არმსტრონგის ფეხსაცმელი აუქციონზე 49 000 დოლარად გაიაყიდა. მისი მყიდველი უცნობია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

აუქციონზე ათობით ნივთი იყო წარმოდგენილი. ლოტების უმრავლესობა მთვარეზე მისიასთან არის დაკავშირებული და ისტორიული მნიშვნელობისაა. 

ივლისში არმსტრონგის ჩანთა აუქციონზე 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა

Apollo 11-ის მისიის ფარგლებში, 1969 წლის 20 ივლისს, ამერიკელი ასტრონავტები ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი პირველად დაეშვნენ მთვარეზე.

ავტორი:
თარიღი: 2018/12/18