„საკუთარ შეცდომებზე სწავლა გონივრულია, სხვის შეცდომებზე სწავლა - გენიალური“ - Fuckup Nights Tbilisi გრძელდება
ტექნოპარკში 21 დეკემბერს „Fuckup Nights Tbilisi“ გაიმართება, რომელზეც მონაწილეები ყველაზე საინტერესო ბიზნესისტორიებს წარადგენენ. Tbilisi Startup Bureau-ს და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზებით, თბილისი უკვე მერვედ მასპინძლობს ამ ღონისძიებას. ღონისძიება მხარდაჭერილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს კრებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებული ადამიანები საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობასა თუ შეცდომებს ფართო აუდიტორიას უზიარებენ.

თბილისის მერვე Fuckup Nights-ის სპიკერები არიან:
სერგი გვარჯალაძე - ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი;
თომას ბარნსი - Coda Story-ის ვიდეოპროდიუსერი;
მარკ ადამ ჰაროლდსი - ვილნიუსის ღამის მერი;
შოკო ჩაჩუა - ჰუმანას მარკეტინგის მენეჯერი და ვინტილატორის თანადამფუძნებელი.


Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს.

ღონისძიება ორგანიზებულია:  Tbilisi Startup Bureau , Impact Hub Tbilisi, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს პარტნიორობით და მხარდაჭერილია თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy  მიერ.

ავტორი:
თარიღი: 2018/12/20