საქსტატი: დასაქმებულ და ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხვი გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ეკონომიკურად აქტიურია ქალების 58%, კაცებისა კი - 75%. 

უწყების ცნობითვე, 2017 წელს 2013 წელთან შედარებით ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხოვნობა 3%-ით გაიზარდა, ხოლო კაცთა რიცხოვნობა 2%-ით შემცირდა.

ამავე დროს, დასაქმებული ქალების რიცხოვნობა ამავე პერიოდში 5%-ით, ხოლო კაცების 2%-ით გაიზარდა. 2017 წელს, დასაქმებულთა 48%-ს ქალები, ხოლო 52%-ს კაცები შეადგენდნენ.

თარიღი: 2018/12/22