vali.ge-ს მონაცემები კვლავ განახლდა
პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ vali.ge-ს მონაცემები კვლავ განახლდა. კერძოდ, ერთიან ბაზას კიდევ 2 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია: შპს “ფინპორტი” (სესხის გამცემი: 1click.ge) და შპს “ფრენდლი ფაინენს ჯორჯია” (სესხის გამცემი: mycredit.ge).

ვებგვერდზე ატვირთულია 38 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.

თარიღი: 2018/12/22