გერმანულ ავტოინდუსტრიაში ელექტრომობილების წილის ზრდა 100 ათას სამუშაო ადგილს საფრთხეს უქმნის
გერმანულ ავტოინდუსტრიაში ელექტრომანქანების წილის ზრდა შესაძლოა 100 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

მანქანათმწარმოებლებისა და IG Metall-ის კვლევის მიხედვით, თუკი 2030 წლისთვის მანქანების 25% ელექტრონული გახდება, 75 000 სამუშაო ადგილი ავტომატურად გაუქმდება.

IG Metall-ის ინფორმაციითვე, იმ შემთხვევაში თუ ავტოინდუსტრიაში ელექტრომანქანები უფრო სწრაფი ტემპით დამკვიდრა, მაშინ გაცილებით მეტ - 100 000-მდე სამუშაო ადგილს დაემუქრება საფრთხე.

„გამოწვევა მართლაც უდიდესია, თუმცა გარემო პირობების შექმნის შემთვევაში, მისი დარეგულირება შესაძლებელია. პოლიტიკოსებმაც და ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც ტრანსფორმაციის შესაბამისი სტრატეგია უნდა შეიმუშაონ“-განაცხადა IG Metall-ის ხელმძღვანელმა იორგ ჰოფმანმა.

თარიღი: 2018/06/06