Brent-ის მარკის ნავთობი გაიაფდა
24 დეკემბერს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 5%-ით შემცირდა და ბარელზე მისი ღირებულება თითქმის 50 დოლარამდე შემცირდა

რაც შეეხება WTI-ის მარკის ნავთობს, მისი ფასი ბარელზე 42,97 დოლარია. 

51 დოლარზე ნაკლები ბრენტის მარკის ნავთობი ბოლოს 2017 წლის აგვისტოში ღირდა.

დეკემბრის დასაწყისიდან ნავთობი 15%-ზე მეტით გაიაფდა.

თარიღი: 2018/12/25