კომპანიის პიარის დაგეგმვა
პიარი არის ინფორმაციის ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით გავრცელება, რომელიც მიმართულია საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ, მათი ყურადღების მიპყრობის და ინტერესის გაღვივების მიზნით.

პრესაში თქვენი ბიზნესის რეკლამირებაში „ჩექლისტი“ დაგეხმარებათ:

  • წინასწარ განსაზღვრეთ რომელ აუდიტორიაზე მოახდენთ გავლენას: მომხმარებლებზე, პოტენციურ კლიენტებზე თუ ადგილობრივ, რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე;
  • დასახეთ მიზნები. პიარის მიზანი მომხმარებლებში რეპუტაციის შექმნა და თქვენი საქმიანობის გაცნობაა;
  • განსაზღვრეთ ბიუჯეტი, მოიფიქრეთ რეკლამის ალტერნატივა, განსაკუთრებით მოკლე ვადიანი მიზნები;
  • გაარკვიეთ ვინ იქნება პიარზე პასუხისმგებელი, ვინც მედიასთან ითანამშრომლებს;
  • მოამზადეთ პრესრელიზები, რომლებსაც მედიაორგანიზაციებთან გაუშვებთ;
  • შექმენით კონტაქტები და ურთიერთობება ჩამოაყალიბეთ. მოიწვიეთ თქვენი კომპანიის ღონისძიებებზე ადამიანები და დაუახლოვდით მათ;
  • შექმენით ბლოგი, წერეთ სტატიები და დაესწარით კონფერენციებს;
  • რეგულარულად გადახედეთ თქვენს ძალისხმევას: იფიქრეთ რომელმა თქვენმა ინიციატივამ გაამართლა და მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. გააგრძელეთ უფრო მეტი ხელსაყრელი პირობის შექმნა.
თარიღი: 2018/12/25