Xiaomi-მ ახალი ბრაუზერი გამოუშვა
Xiaomi-მ ახალი მობილური ბრაუზერი Mint-ი გამოუშვა. პროდუქტის უპირატესობა მისი მცირე ზომა და მუშაობის სისწრაფეა. ამის შესახებ Android Police-ი წერს.

ამ უპირატესობის გარდა Mint Browser-ი მარტივი ინტერფეისითაც გამოირჩევა. სასურველ ვებგვერდებზე სწრაფი წვდომა პირდაპირ მთავარი გვერდიდან არის შესაძლებელი. 

Xiaomi Mint Browser-ს ღამის რეჟიმიც აქვს, რომელიც აკუმულატორის დაზოგვის ერთგავრ შესაძლებლობას იძლევა. 

ბრაუზერი Android მოწყობილობებზეა ორიენტირებული. აპლიკაციის ჩამოწერა Google Play-დან უკვე შესაძლებელია. 

თარიღი: 2018/12/27