იტალიის მთავრობა ეკოლოგიურ ტრანსპორტის შეძენის მსურველებს დააფინანსებს
იტალიის მთავრობა იმ მოქალაქეებს, ვინც ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლას გადაწყვეტს, 6,000 ევრომდე სუბსიდიას შესთავაზებს. პარალელურად იგეგმება გადასახადების ზრდა დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილებისთვის. ამის შესახებ Euronews-ი წერს

იტალიის ორპალატიანი პარლამენტის სენატმა უკვე დაამტკიცა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ამ ზომების გატარებას ითვალისწინებს.

ქვეყნის საავტომობილო სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები დააზარალებს არა მხოლოდ მწარმოებლებს, არამედ მთლიანად ბაზარს და ნეგატიური გავლენა ექნება სამუშაო ადგილებზეც.

6,000 ევრომდე სუბსიდიით ვერ ისარგებლებენ ის მოქალაქეები, ვინც 50,000 ევროზე მაღალი ფასის ელექტრო ან ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გადაწყვეტს.

ავტორი:
თარიღი: 2018/12/27