როგორ გამოვიყენოთ ონლაინ მომხმარებლების პანელი
ზოგადად ბაზრის კვლევა ძვირი ჯდება. მცირე მეწარმეები ეძებენ გზებს კვლევა შედარებით იაფად გააკეთონ. ისინი ბაზრის კვლევას ძირითადად ონლაინ ატარებენ.

ონლაინ კვლევა მნიშვნელოვანი მეთოდია, რომელიც კონკურენციას ტრადიციულ საბაზრო კვლევას, კარდაკარისა და სატელეფონო ინტერვიუებს უწევს.

რესპოდენტებს ონლაინ კვლევები ძალიან მოსწონთ, რადგან მარტივია. მათ ონლაინ კვლევაში მონაწილეობის მიღება  ფურცელზე კითხვარის შევსებაზე მეტად ეხალისებათ.

ონლაინ მომხმარებლის პანელი კომპანიებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლების დიდ მასშტაბებს დაუკავშირდეს და მათთან მარტივად და იაფად ჩაატაროს კვლევა.

თარიღი: 2019/07/05