თურქეთი ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადს უწესებს
თურქეთი ტურისტებისთვის უსაფრთხოების გადასახადს აწესებს. გადაწყვეტილება ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ახალი რეგულაციით, ტურისტები აეროპორტში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფასურს, 1,5 ევროს გადაიხდიან.

თავდაპირველად თურქეთის მთავრობამ მოსაკრებლის ოდენობა 3 ევროთი განსაზღვრა, თუმცა თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციას შესაბამის უწყებებს თხოვნით მიმართა, თანხა გაენახევრებინათ, რადგანაც 2019 წელს თურქეთში დასვენება უკვე მილიონობით ტურისტს აქვს დაგეგმილი.

თარიღი: 2018/12/28