მთვრალმა ბიზნესმენმა კარტოფილის ფოტო 1 მილიონ ევროდ იყიდა
ცნობილმა ფოტოგრაფმა კევინ ებოშმა ირლანდიური კარტოფილის პორტრეტი 1 მილიონ ევროდ (750 ათას გირვანქა სტერლინგად) გაყიდა. ინფორმაციას agora.ge ავრცელებს.

46 წლის  ფოტოგრაფი, რომელიც დუბლინსა და პარიზში მოღვაწეობს, აცხადებს, რომ კარტოფილის ფოტო მან ახალგაზრდა ევროპელ ბიზნესმენს მაშინ მიჰყიდა, როდესაც ბიზნესმენი მას სახლში სტუმრობდა და ნასვამი იყო. 

კარტოფილი ფოტოგრაფმა შავ ფონზე, ცალმხრივი განათებით, ციფრული კამერით გადაიღო. ირლანდიური კარტოფილის ფოტო 2010 წელს შეუერთდა ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ სტიველ სპილბერგის, დასტინ ჰოფმანის და სხვა ვარსკვლავების ფოტოებს.

The Sunday Times-თან ინტერვიუში ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი სტუმრობისას ნასვამი იყო. მან პორტრეტის ყიდვა პირდაპირ ფოტოგრაფის კედლიდან მოინდომა.

ებოში მანამდე მუშაობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან როგორებიც არიან: ჯონი დეპი, იოკო ონო და ბობ გელდოფი. ფოტოგრაფის მომსახურება მინიმუმ 200 ათასი ფუნტი ღირს.

თარიღი: 2018/12/28