ამერიკული სატელიტური სტარტაპი რუსეთს თავისი წილის გარკვეულ ნაწილს დაუთმობს
Reuters-ის ინფორმაციით სატელიტების სფეროში მოღვაწე ამერიკულმა სტარტაპმა OneWeb-ი რუსეთს თავისი წილის მცირედის გასხვისება შესთავაზა. 

ამგვარად OneWeb-ი ცდილობს გაანეიტრალოს მოსკოვის შეშფოთება კომპანიის გეგმებთან დაკავშირებით, რაც სატელიტების გამოყენებით გლობალური ინტერნეტ ქსელის შექმნას გულიხმობს.

ოქტომბერში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა პროექტს ეწინააღმდეგება. მიზეზი ქვეყნის უსაფრთხოებაა. 

ამავდროულად, რუსეთი OneWeb-ის პროექტისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია რადგან ქვეყანაში დიდი ტერიტორია კვლავ არ არის დაფარული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით.

გარდა ამისა, პროექტის განსახორციელებლად კომპანიას რუსეთის კოსმოსური სააგენტოს დახმარებაც დასჭირდება, რათა სატელიტები ორბიტაზე განათავსოს. ამიტომ კომპანიამ რუსეთის მთავრობას OneWeb-ის 12.5%-იანი წილის შესყიდვა შესთავაზა პროექტისთვის მწვანე შუქის ანთების სანაცვლოდ.

თარიღი: 2018/12/29